თავში

წულუკიანმა ელისაშვილს სესიაზე გვარამიას ნომერი ჩააწერინა

წულუკიანმა ელისაშვილს სესიაზე გვარამიას ნომერი ჩააწერინა
წულუკიანმა ელისაშვილს სესიაზე გვარამიას ნომერი ჩააწერინა

"თუ არჩევნები გაყალბდა აქ რას აკეთებთ?!"- ამ სიტყებით პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე "ქართული ოცნების დეპუტატმა, თეა წულუკიანმა პარტია მოქალაქეების ლიდერ ალეკო ელისაშვილს მიმართა.

წულუკიანმა ელისაშვილს ნიკა გვარამიას ნომერი მისცა და ურჩია, რასაც ეტყვის ის ილაპარაკოს პარლამენტში.

"ბატონო ალეკო თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ. მეც მინდა თქვენ ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ ეს არის 577-**-**-** და იქნებ მოინიშნოთ და ხალხმაც მოინიშნოს რომ იცოდეს. ჩაინიშნეთ?! ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის, ეს ნიკა გვარამიას ნომერია, დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა აქ რას აკეთებთ?! ",- უთხრა წულუკიანმა ელისაშვილს. 

ცნობისთვის, ელისაშვილმა დღეს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არჩევნები, რა თქმა უნდა გაყალბდა, თუმცა ის პარლამენტში ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად შევიდა. მან საკუთარი ტელეფონის ნომერი გამოაცხადა და თქვა, რომ მოქალაქეების ნებისმიერ ზარს უპასუხებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system