თავში

ცვლილებები მმართველ პარტიაში - მდინარაძის კომენტარი

ცვლილებები მმართველ პარტიაში - მდინარაძის კომენტარი
ცვლილებები მმართველ პარტიაში - მდინარაძის კომენტარი

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა დაასრულა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, სხდომაზე პარტიის სამომავლო გეგმებსა და ახალ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლის წინაშეც პარტია ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ დადგა. 

მან ასევე პარტიის სამდივნო შემადგენლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მცირედი ცვლილებაა და პარტიის აღმასრულებელი მდივანი დღეიდან თავად იქნება. 

"პარტია დგას ახალი გამოწვევის წინაშე. მას ჰყავს ახალი ხელმძღვანელი. სამდივნო შემადგენლობაში მცირედი ცვლილებაა, გენერალური მდივნის პოზიციას კვლავ კახა კალაძე დაიკავებს, პოლიტიკური მდივანი კვლავ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება, საერთაშორისო მიმართულებით მდივანი იქნება კახა კუჭავა, რეგიონალური მდივანი იქნება დიმიტრი სამხარაძე და ერთადერთი ცვლილებაა ჩემთან დაკავშირებით, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ვიქნები მე.

პოლიტსაბჭოზე, ასევე ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, ცვლილებებზე, პარტიის გაძლიერებაზე. ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან წასვლის შემდეგ, პარტია ახალი გამოწვევის წინაშე დგას და ჩვენ ამ გამოწვევას ერთობლივი ძალისხმევით, პარტიული სტრუქტურების კიდევ უფრო გაძლიერებით შევხვდებით. დარწმუნებული ვარ, ერთად შევძლებთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system