თავში

თუ ამ პირობას მივიღებთ, პარლამენტში უნდა შევიდეთ - იაგო ხვიჩია

თუ ამ პირობას მივიღებთ, პარლამენტში უნდა შევიდეთ - იაგო ხვიჩია
თუ ამ პირობას მივიღებთ, პარლამენტში უნდა შევიდეთ - იაგო ხვიჩია

თუ "ქართული ოცნებისგან" სრულად პროპორციული არჩევნებისა და ბუნებრივი ბარიერის პირობას მივიღებთ ვფიქრობ, პარლამენტში უნდა შევიდეთ, -ამის შესახებ "გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, თუ "ქართული ოცნების" მხრიდან ამ პირობის შესრულების გარანტია იარსებებს, ისინი სხვა ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში შესვლის საკითხზე  დაელაპარაკებიან. 

"კარგია, რომ დისკუსია დაიწყო ამ თემებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთიანი პოზიციებით გამოვდიოდით გარეთ, მოლაპარაკებების შიგნით ყველამ იცოდა, რომ არსებობდა მოთხოვნები, რომლებიც ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე დავუშვათ, პლებისციტი. ჩვენთვის ასეთი მოთხოვნა იყო შემდეგი: ის, რის გამოც ამ ქვეყანაში მოხდა 20 ივნისი და რის გამოც შეიქმნა ოპოზიციური ერთობა – ეს არის სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. ჩვენთვის ეს პირობა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში. „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ ვარიანტში ეს პირობა არ არის, მაგრამ არის ნაბიჯები ამ მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და მას შემდეგ, რაც ამ პირობას მივიღებთ „ქართული ოცნებისგან“, ვეცდებით დაველაპარაკოთ "ნაციონალურ მოძრაობას", სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, იმასთან დაკავშირებით, რომ თუ გვექნება სათანადო გარანტიები ამ პირობის შესრულებისთვის, ჩვენი მეგობრების და ფასილიტატორების მეშვეობით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი აზრით, პარლამენტში შესასვლელია. საკონსტიტუციო ცვლილებებია მისაღები, ერთხელ და სამუდამოდ მოსაწესრიგებელია ამ ქვეყნის მმართველობის სისტემა", – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system