თავში

თუ არ გვეხმარებიან, ხელს მაინც ნუ გვიშლიან - გიორგი გახარია

თუ არ გვეხმარებიან, ხელს მაინც ნუ გვიშლიან - გიორგი გახარია
თუ არ გვეხმარებიან, ხელს მაინც ნუ გვიშლიან - გიორგი გახარია

პანდემიის პირობებში მსოფლიოში ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით საქართველოში არჩევნებზე დასწრება და მონაწილეობა იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე“ ჩართვისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს მთავრობის ძირითადი ამოცანაა მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკის გადარჩენა. მისი თქმკთ, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ არავის გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდოს.

„არავის დაავიწყდეს, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო უფრო მეტმა მოქალაქემ, ვიდრე 2016 წლის არჩევნებში და არავის დაავიწყდეს, რომ ამ არჩევნებში პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენმა მოქალაქეებმა 9 პარტიას მისცეს მანდატი, შესულიყვნენ პარლამენტში და პარლამენტის პლატფორმით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით, ქვეყნის მომავალზე და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე ეზრუნათ და არა ქუჩის აქციების, ქვეყნის რისკის ქვეშ დაყენების, ვირუსის გავრცელების და ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისში შეყვანის. ამიტომ, მჯერა, რომ ჩვენ ამ გამოწვევას გავუძლებთ, ამ გამოწვევასაც გავუმკლავდებით, თუ არ გვეხმარებიან, ხელს მაინც ნუ გვიშლიან, ეს არის ჩვენი ძირითადი მოწოდება და ძირითადი მიზანი, რადგან ჩვენი ამოცანაა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, რომ არავის გამოხატვის თავისუფლება არ შევზღუდოთ. ამისთვის მთავარია, დავიცვათ წესები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system