თავში

,,თუ დამიჭერენ, იქიდან ვიბრძოლებ" - მამუკა ხაზარაძე

,,თუ დამიჭერენ, იქიდან ვიბრძოლებ" - მამუკა ხაზარაძე
,,თუ დამიჭერენ, იქიდან ვიბრძოლებ - მამუკა ხაზარაძე

,,საქართველო არის ჩვენი, ხალხის და მისთვის ვიბრძოლებთ. რომც დამიჭირონ, იქიდანაც არ გავჩერდები და ვიბრძოლებ", - ამის შესახებ ,,ლელოს" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა მისი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სარჩელის შესახებ.

,,მე და ბადრის, როდესაც ჩვენ წინააღმდეგ საქმე აღძრეს, შეგვეძლო ქვეყნიდან წასვლა. არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, უამრავი ქვეყნიდან ვიღებდით შემოთავაზებებს, დიდ ბრიტანეთში ცხოვრების უფლებაც კი მოგვანიჭეს, თუმცა მივიღეთ ცალსახა გადაწყვეტილება და ამას ხედავს ყველა. მე არსად წავალ, იგივეს გააკეთებს ბადრიც, რადგან ეს ქვეყანა ჩვენი და ჩვენი ხალხისაა. საქართველოს არ ეკუთვნის იმ მდომარეობაში ყოფნა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა და ,,ქართულმა ოცნებამ" ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩააგდო. უიმედობა, გაჭირვება და უპერსპექტივობა - ეს არის ის, რაც ივანიშვილმა ამ ქვეყანას მოუტანა. რაც არ უნდა დაგვაბრალონ და რა ტიპის სასამართლოც არ უნდა დაიწყონ, ეს არ იქნება ბერკეტი ჩვენს გასაჩერებლად. არ მეშინია მათი, რადგან დაიწყებენ იმ პროცესებს მოგონილ საქმეზე, როგორც წინაზე ქნეს, მე ამის არ მეშინია, აქ ვარ და ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას. თუ დამიჭერენ, იქიდან ვიბრძოლებ. ბიძინა ივანიშვილისა და ოცნებისგან ტყუილების არავის აღარ სჯერა, დღეს გადამწყვეტი მომენტის წინაშე ვგავართ, ვერ ავაშენებთ სახელმწიფოს, თუ არ გვექნება სერიოზული სამართლიანი ბაზა, რაც თითოეული ადამიანის ხმაა, რომელიც უნდა დავიცვათ", - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ,,ლელო" არ შეეგუება ,,ქართული ოცნების" მიერ მიტაცებულ ხმებს და გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 – 700 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system