თავში

"თუ ივანიშვილი გადაწყვეტს, სამივე მზადაა" - ვატო წერეთელი

"თუ ივანიშვილი გადაწყვეტს, სამივე მზადაა" - ვატო წერეთელი
თუ ივანიშვილი გადაწყვეტს, სამივე მზადაა - ვატო წერეთელი

"TV პირველის" დირექტორის ვატო წერეთლის განცხადებით, თუ ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ ავთანდილ წერეთლის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სახით ქვეყანას პოლიტპატიმრები შემატონ, ისინი ამისთვის მზად არიან.

"ისეთი უგუნური მთავრობა, როგორიც "ქართული ოცნება" არის, იმათაც კი გაუჭირდებათ ამ ადამიანების დაპატიმრება, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო აღიარებს - არაფერი ყოფილა. მე რომ არ ვადასტურო ჩემი ოჯახის უდანაშაულობა, ამას კანადელი ექსპერტები, ნინო ლომჯარია, ევროპარლამენტარები აღიარებენ. მამამ შეწყვიტა თავის მკურნალობის ციკლი, გუშინ ჩამოვედით და დღეს იყო სასამართლოზე, ამიტომ მამა მზად არის ყველაფრისთვის. თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მამას სახით კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი უნდა ჰყავდეს, ის ამისთვის მზად არის. ხვალინდელ დღეს დაველოდებით. მამამ ძალიან დიდი, გმირული ნაბიჯი გადადგა და ხვალ დაელოდება განაჩენს. თუ ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ კიდევ უფრო მეტი პოლიტპატიმარი ჰყავდეს მამუკას, ბადრის და მამაჩემის სახით - სამივე მზად არის ამისთვის", - განაცხადა წერეთელმა "ფორმულას" ეთერში. 

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system