თავში

თუ ივანიშვილი შეტოპავს, მაშინ დაიღუპავს თავს - გიგა ბოკერია

თუ ივანიშვილი შეტოპავს, მაშინ დაიღუპავს თავს - გიგა ბოკერია
თუ ივანიშვილი შეტოპავს, მაშინ დაიღუპავს თავს - გიგა ბოკერია

ფეხ ქვეშ არის გათელილი კანონის უზენაესობა, რვა მარტის შეთანხმება იყო დარღვეული, საარჩევნო კამპანიის დროს ძალადობა იყო დაუსჯელი, არჩევნები მოიპარეს, მელიას საქმეც უტიფრად შეკერილი პოლიტიკური საქმეა, -  ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.  

მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები და დაასრულონ პოლიტიკური დევნა.

"მელიამ თავისი პრინციპული პოზიცია თავიდანვე დააფიქსირა, რადგან ზოგადად, ფეხ ქვეშ არის გათელილი კანონის უზენაესობა, რვა მარტის შეთანხმება იყო დარღვეული, საარჩევნო კამპანიის დროს ძალადობა იყო დაუსჯელი, არჩევნები მოიპარეს, მისი საქმეც უტიფრად შეკერილი პოლიტიკური საქმეა. სწორედ ამიტომ პრინციპულად დააფიქსირა პოზიცია, რომ გირაოს არ შეიტანს. ახლა ამ სამარცხვინო ოპერაციის შემდეგ, კატასტროფულის, რასაც მოჰყვა ზვავი, ბუნებრივია, თავისუფალი სამყაროს რეაქციის უკან დაბრუნება და თქმა, რომ ის, რაზეც მან პრინციპული პოზიცია დაიკავა, ახლა გადათქვამთ თუ არაო, არ მგონია რეალური. მის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, არ შეუცვლია ეს პოზიცია და მხარს ვუჭერ მის გადაწყვეტილებას როგორც მორალურად, ისე პრაგმატულად.

ეს არის უკან დახევა, უნიჭო პიარსვლა. ნერვიულობენ ივანიშვილი და მისი გარემოცვა, ოღონდ ჯერ არასაკმარისად ნერვიულობენ, ნერვიულობენ იმდენად, რომ ეს რაღაც იაფფასიანი სვლა გააკეთონ , ხოლო როცა მიხვდებიან, რამდენად სერიოზული სანერვიულო აქვთ, მაშინ თვითონ მოიფიქრებენ ფორმას, როგორ განათავისუფლონ მელია, რვა მარტის შეთანხმება შეასრულონ, გაათავისუფლონ რურუა, საერთოდ შეწყვიტონ პოლიტიკური დევნა, შევთანხმდეთ, ვიაროთ მშვიდად და მშვიდობიანად ვადამდელი, ნორმალური არჩევნებისკენ. 

გადადგან ნაბიჯი, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, დაასრულონ პოლიტიკური დევნა, დავსხდეთ ტექნიკურ საკითხებზე მოსალაპარაკებლად, ვადამდელი არჩევნები როგორ და როდის უნდა დაინიშნოს.

გზა რჩება ქუჩის პროტესტის და საერთაშორისო ზეწოლის, ეს არის ორი ინსტრუმენტი, რაც გვაძლევს შანსს, რომ იქნებ ივანიშვილმა არ შეტოპოს ბოლომდე, რაც მოსდით ხოლმე ოლიგარქებს, ეგ არის ჩვენი ამოცანა.

მე ვიტყოდი, რომ ამ მასშტაბის და ასეთი ინტენსიური განხილვა, მათ შორის პერსონალური სანქციების ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, არასოდეს ყოფილა, ეს უპრეცედენტო რამეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. დიახ, ესეც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. თუ გაიგებს რამხელა საფრთხე გვემუქრება, აღარ შეტოპავს ბოლომდე და ქვეყანას მეტად არ დააზიანებს. ეს იქნება კარგი შედეგი, თუ შეტოპავს, მაშინ დაიღუპავს თავს, მათ შორის სანქციებს ვგულისხმობ," - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system