თავში

მიხეილ სააკაშვილს ციხეში დაბრუნებას უპირებენ, რაც დაუშვებელია - ლიზა იასკო

მიხეილ სააკაშვილს ციხეში დაბრუნებას
მიხეილ სააკაშვილს ციხეში დაბრუნებას უპირებენ, რაც დაუშვებელია - ლიზა იასკო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლე ლიზა იასკო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ შეუძლია მის ამჟამინდელ აჯნმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბროს. იასკოს თმით, სააკაშვილს აქვს დაღლილობისგან გამოწვეული მხედველობისა და სმენის პრობლემები. პრეზიდენტს განუვითარდა ინსომნია, მას ყურადღების გაფანტვა და მეხსიერების გაუარესება აწუხებს. ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო კამერაში გადაყვანა სურთ, რისი დაშვებაც არცერთ შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი. 

მესამე პრეზიდნეტის მეუღლე აცხადებს, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები თვალს ადევნებენ მის გარშემო განვითარეულ მოვლენებს და ითხოვენ ყოფილი გუბერნატორი ქვეყანაში დაბრუნდეს.

"ვერ ვიგებ რატომ ამბობენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. ცხადია, ვხვდები, რომ მას შესწევს ძალა გამოვიდეს სასამართლოში თუმცა, სიმპტომები, რაც აქვს, არ მაძლევს დამშვიდების საშუალებას. ძლიერად დაუვარდა ჰემოგლობინი. აქვს პრობლემები გამოძინებასთან დაკავშირებით, რაც ნევროლოგიური ცვლილებებით არის გამოწვეული. აქვს მხედველობასთან, სმენასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ძალიან საშიში სიმპტომებია. ამბობენ, როდესაც ადამიანი 50 დღე შიმშილობს, მას 50+50 დღე სჭირდება რეაბილიტაციისთვის, ანუ 100 დღე. ცხადია, ექიმები თვალყურს ადევნებენ, მაგრამ მნიშვნელოვანი პროგრესი არ არის. 

იმედი მაქვს, იქნება წინსვლა როგორც პოლიტიკურად ისე ჯანმრთელობის მხრივ. მილიონობით უკრაინელი ყოველდღიურად ადევნებენ მის ამბებს და ელოდებიან სააკაშვილს უკრაინაში. ამიტომ, ყოველთვის ვამბობ, რომ თუ ქართველებს მიხეილ სააკაშვილი არ სჭირდებათ, დააბრუნეთ ის უკრაინაში", - განაცხადა ლიზა იასკომ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system