თავში

თუ მაღალი ბარიერი დარჩა იქნება ისევ "ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ - ალეკო ელისაშვილი

​თუ მაღალი ბარიერი დარჩა იქნება ისევ "ოცნება" "ნაციონალური
თუ მაღალი ბარიერი დარჩა იქნება ისევ ოცნება ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი საარჩევნო ბარიერის გარშემო მიმდინარე განხილვებს ეხმაურება. ის აცხადებს, რომ მაღალი ბარიერის შემთხვევაში ერთმანეთის პირისპირ ისევ "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" დარჩება.

კონსტიტუციური ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ ნაკლები ელექტორატის მქონე პარტიებისთვის გაჩენილი შანსი მისი თქმით არ უნდა დაიკარგოს და 2024 წლის არჩევნებისთვისაც 2-პროცენტიანი ბარიერი უნდა დარჩეს.

"ამ მოწვევის პარლამენტში იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ყველამ ერთად რაღაცას დავუჭირეთ მხარი, "ნაციონალურმა მოძრაობამაც" მათ შორის. ეს იყო კონსტიტუციური ცვლილებები პირველი მოსმენით. ორპროცენტიანი ბარიერი უნდა იყოს მომდევნო არჩევნებზე, 2024 წელს მე ვისურვებ, რომ შეთანხმება ამგვარადვე დარჩეს. დაბალი ბარიერი არის ქვეყნისთვის კარგი.

ძირითადად, პოლიტიკაში რაც ხდება არის ის, რომ "ნაციონალური მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის არის პიკამდე ასული სიძულვილი და ამ სიძულვილის ფონზე დაპირისპირება. ზიზღი პირდაპირ, ორ ბანაკად გაყოფილ და გახლეჩილ საქართველოს შორის. ერთმნიშვნელოვნად, სხვა არაფერი ხდება. ამ 9 წლის განმავლობაში არის, შენი 9 წელი, ჩემი 9 წელი... ხდება აცდენა ქვეყნის რეალური პრობლემებიდან, ამიტომ ვერ ხდება ფოკუსირება რეალური პრობლემებიდან და ვერ ხდება ფოკუსირება ქვეყნის ნორმალურ და რეალურ პრობლემებზე. თუ მაღალი ბარიერი დარჩა, დარჩებიან ისევ "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ერთმანეთის პირისპირ", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system