თავში

თუ ოპოზიციის ნაწილი პოზიციას იცვლის, ეს თავად უნდა აუხსნას ამომრჩეველს - ხოშტარია

თუ ოპოზიციის ნაწილი პოზიციას იცვლის, ეს თავად უნდა აუხსნას ამომრჩეველს - ხოშტარია
თუ ოპოზიციის ნაწილი პოზიციას იცვლის, ეს თავად უნდა აუხსნას ამომრჩეველს - ხოშტარია

ოპოზიციის ნაწილმა, რომელსაც მიაჩნია, რომ "ოცნებასთან" არის პროგრესი არჩევნების და პოლიტპატიმრების საკითხის გარეშე, უნდა ახსნას და დაასაბუთოს რას ნიშნავს პროგრესი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, მოლაპარაკების ჩაშლაზე საუბარი არ არის და მათ ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ პარტნიორებთან კომუნიკაცია, მაგრამ ეს დახურული ვერ იქნება. 

"მე სხვების ნაცვლად საუბარს არ ვაპირებ, მაგრამ დღეს არის მომენტი, როდესაც ოპოზიციის იმ ნაწილმა,  რომელსაც მიაჩნია, რომ "ოცნებასთან" არის პროგრესი არჩევნების და პოლიტპატიმრების საკითხის გარეშე, თავად უნდა ახსნას და დაასაბუთოს რას ნიშნავს პროგრესი, არის ეს საფუძველი, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში? დაასაბუთონ და იყვნენ გამჭვირვალეები ამომრჩევლების წინაშე. ჩაშლაზე საუბარი არ არის, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში პარტნიორებთან გვაქვს კომუნიკაცია, ოღონდ ეს ვერ იქნება დახურული. თუ ოპოზიციის რომელიმე ნაწილი იცვლის პოზიციას და პირველადი პოზიცია რაც იყო, რომ ხელახალი არჩევნების გარეშე ვერ იქნებოდა გარღვევა, მათ თავად უნდა აუხსნან ამომრჩეველს ეს. აუხსნან თავიანთ ამომრჩევლებს რატომ იცვლიან პოზიციას, რა არის ის შინაარსი, რის გამოც ისინი თვლიან, რომ შესვლა მნიშვნელოვანი არის და აიღონ პასუხისმგებლობა ამაზე", - განაცხადა ხოშტარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system