თავში

თუ პარტია უდიერად ეპყრობა ამომრჩევლის ნებას, დაფინანსებაზე უარი უნდა ეთქვას - კობახიძე

თუ პარტია უდიერად ეპყრობა ამომრჩევლის ნებას, დაფინანსებაზე უარი უნდა ეთქვას - კობახიძე
თუ პარტია უდიერად ეპყრობა ამომრჩევლის ნებას, დაფინანსებაზე უარი უნდა ეთქვას - კობახიძე

თუ პარტია უდიერად ეპყრობა საკუთარი ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მანდატებზე, მას სახელმწიფო დაფინანსებაზე უარი უნდა ეთქვას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე პარლამენტი, სავარაუდოდ იმსჯელებს.

„რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, რა თქმა უნდა, ლოგიკურია მსჯელობა, რომ თუ პარტია უარს აცხადებს იმ პრივილეგიით სარგებლობაზე, რომელიც მას ხალხმა, მისმა ამომრჩეველმა მიანიჭა, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია მან არ უნდა მიიღოს არც ის სხვა პრივილეგიები, რომლებიც უკავშირდება არჩევნებსა და მანდატს, ეს არის მათ შორის სახელმწიფო დაფინანსება. ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, კარგი იქნება კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვითაც, თუ პარტია უდიერად ეპყრობა საკუთარი ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მანდატებზე, მას უარი უნდა ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე. ალბათ, ამაზე პარლამენტი იმსჯელებს“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია არჩევნების შედეგს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. მათივე განმარტებით, ბოიკოტის შემთხვევაში, მეორე ტურში მონაწილეობაც აზრს კარგავს. ოპოზიციურმა პარტიებმა გუშინ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, პარლამენტში არ შევლენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system