თავში

თუ პატრიარქი არ ულოცავს არჩევნებში გამარჯვებულს, ძალიანაც კარგი - დეკანოზი თამაზ ლომიძე

თუ პატრიარქი არ ულოცავს არჩევნებში გამარჯვებულს, ძალიანაც კარგი - დეკანოზი თამაზ ლომიძე
თუ პატრიარქი არ ულოცავს არჩევნებში გამარჯვებულს, ძალიანაც კარგი - დეკანოზი თამაზ ლომიძე

"თუ პატრიარქი წელს არ ულოცავს არჩევნებში გამარჯვებულს, ძალიანაც კარგი" - ასე ეხმაურება მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თამაზ ლომიძე არჩევნებთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას. 

მისი თქმით, ეკლესიას არცერთ არჩევნებში გამარჯვებულისთვის არც მანამდე უნდა მიელოცა.

"უკვირს ხალხს, წელს პატრიარქმა მმართველ პარტიას არჩევნებში გამარჯვება ჯერ არ მიულოცაო. ბევრი გაშმაგებული ლანძღავს ქუთაისის მიტროპოლიტ იოანეს, ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთო, რომ გვარიგებს. თუ პატრიარქი წელს არ ულოცავს არჩევნებში გამარჯვებულს, ძალიანაც კარგი, მართებული პოზიციაა და ასეც უნდა იყოს. უფრო მეტსაც გეტყვით, არც წინა არჩევნებში, არც იმის წინაში, არც იმის წინის წინაში და არსასოდეს, არცერთ არჩევნებში გამარჯვებულისთვის არ უნდა მიელოცა ეკლესიას. ეკლესია განზე უნდა იდგეს საარჩევნო კამპანიისგანაც და დამარცხებულ-გამარჯვებულის მხარდაჭერისგანაც. ესაა საერო და ამქვეყნიური საქმე, ესაა მიწიერი ბრძოლა ძალაუფლებისთვის და მასში ეკლესიას არაფერი ესაქმება. თუ ეკლესიის მსახურები და ასევე პოლიტიკოსები ვერ შევიგნებთ ამას, მოვა დრო და თვითონ ცხოვრება და საზოგადოება მიგვიჩენს ჩვენს ადგილს და ეს უფრო მტკივნეული იქნება" - წერს დეკანოზი. 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ პატრიარქს ხელისუფლებისთვის ჯერ არ მიულოცავს, რადგან ისინი საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებას ელოდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system