თავში

"თუ რეალურად ევროპელები ხართ, აღიარეთ" - მწვავე შეკითხვები ევროპარლამენტში

"თუ რეალურად ევროპელები ხართ, აღიარეთ" - მწვავე შეკითხვები ევროპარლამენტში
თუ რეალურად ევროპელები ხართ, აღიარეთ - მწვავე შეკითხვები ევროპარლამენტში

ევროპარლამეტნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველო და ქვეყანაში არსებული გამოწვევები იყო. ევროპარლამენტარების კრიტიკა საარჩევნო სისტემას უკავშირდებოდა. ევროპარლამენტარმა სანდრა კალენტემ აღნიშნა, რომ ქვეყანამ ვერ შეძლო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა რაც დემოკრატიაზე სასარგებლოდ არ მეტყველებს. ევროპარლამენტარებმა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას მიერ, სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ისაუბრეს.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა ევროპარლამენტარ მარკ გალერისაც.

„გულახდილად თქვით, ამბობდა თუ არა ბატონი ივანიშვილი, შეცვალეთ საარჩევნო სისტემა, თუმცა კულისებს მიღმა მისი ჩაშლის გეგმებს აწყობდა? თუ რეალურად ევროპელები ხართ, აღიარეთ,“- მიმართა მან ქეთევან ციხელაშვილსა და პარლამენტის ვიცე-სპიკერს, კახა კუჭავას.

ევროპარლამენტარმა, რასა იუნკიავიჩენეს განცხადებით კი მიმდინარე წელი საქართველოსთვის იქნება დემოკრატიის ტესტი.

„ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ჩემთვის ცუდი მოსასმენია, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენელი საუბრობს, ან ჩივის ცუდი ოპოზიციის შესახებ, ეს არ არის დემოკრატიის წესები,“-განაცხადა იუნკიავიჩენემ.

ევროპარლამენტის წევრის კიდევ ერთი შენიშვნა, საქართველოს პარლამენტის ბლოკირებას ეხებოდა.

იმედი მაქვს, რომ ჩემს კითხვასა და მოსაზრებას ობიექტურად შეაფასებთ იმიტომ, რომ მე იქ ვიყავი და ვესაუბრე პროსახელისუფლებო, არასამთავრობო მხარეს და პროტესტის მონაწილეებსაც პირადად და მე არ მაქვს ინფორმაცია მათ მიერ პარლამენტის ბლოკირებასთან დაკავშირებით. პარლამენტმა თვითონ დაბლოკა პარლამენტი თავისი სამარცხვინო „თბილისის კედლით“, თუმცა ეს მხოლოდ შენიშვნაა. მინდა გკითხოთ: როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ საქართველო ისე ახლოსაა ევროპასთან და ევროკავშირთან როგორც არასდროს, ფიქრობთ, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პატიმრები გეთანხმებიან ამაში ?“- განაცხადა ევროპარლამენტარმა მარია გრიგოროვამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system