თავში

თუ სააკაშვილს მულტიპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ "ლელო" შეწყვეტს აქციებს - მამუკა ხაზარაძე

თუ სააკაშვილს მულტიპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ "ლელო" შეწყვეტს აქციებს - მამუკა ხაზარაძე
თუ სააკაშვილს მულტიპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ ლელო შეწყვეტს აქციებს - მამუკა ხაზარაძე

პარტია "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძეს განცხადებით, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ მრავალპროფილურ საავადმყოფოში "ლელო" და მასში შემავალი პარტიები შეწყვეტენ აქციებს, რადგან ქვეყანაში კანონი და სიმშვიდე არის ყველაზე მნიშვნელოვანია.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის და ელენე ხოშტარიას, ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული, ასევე მას ჰქონდეს საშუალება, რომ სასამართლოზე წარდგეს. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა, ეს იყო ჩვენი მიტინგებზე გამოსვლის მიზანი. თუ ეს ყველაფერი დაკმაყოფილდა და ამას კონსილიუმი დაადასტურებს, რა თქმა უნდა, ამ მოთხოვნით „ლელო“ აღარ გააგრძელებს აქციებს. გიდასტურებთ, რომ „ლელო“ და მასში შემავალი პარტიები შეთანხმდნენ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნებოდა მულტიპროფილურ კლინიკაში პოლიტიკური აქციები აღარ იქნებოდა პარტიების მიერ, ეს არ შეიძლება იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში კანონი და სიმშვიდე არის ძალიან მნიშვნელოვანი,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

შეგახსენებთ, 18 ნოემბრის საღამოს, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და წაიქცა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 50-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system