თავში

თუ შემომთავაზებენ, სერიოზულად დავფიქრდები - წულუკიანი ისევ მინისტრად ინიშნება?

თუ შემომთავაზებენ, სერიოზულად დავფიქრდები - წულუკიანი ისევ მინისტრად ინიშნება?
თუ შემომთავაზებენ, სერიოზულად დავფიქრდები - წულუკიანი ისევ მინისტრად ინიშნება?

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ განათლებისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების გამოყოფის შემთხვევაში, უწყების ხელმძღვანელად დაინიშნოს.

მისი თქმით, თუ აღნიშნულ თანამდებობაზე შეთავაზებას მიიღებს, "სერიოზულად დაფიქრდება".

"ჯერ მოხდეს სტრუქტურული ცვლილებები და შემდეგ ვიმსჯელოთ. თუ შემომთავაზებენ, სერიოზულად დავფიქრდები, როგორც ყველა სერიოზულ შემოთავაზებაზე", - თქვა წულუკიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანების შემდეგ, კულტურის სფეროს ინტერესები ჩაიკარგა.

"დარწმუნებული ვარ თქვენც ხედავთ. რომ კულტურის სფერო, მას შემდეგ რაც ორი სამინისტრო გაერთიანდა, თითქოს ის ინტერესები, რაც არის დასაცავი, ჩაიკარგასავით. ამიტომ, ყოფილა მსჯელობა, როგორ გამოვასწოროთ ეს. მიიღებს ეს გამოსწორება ცალკე სამინისტროს ჩამოყალიბების ფორმას თუ არა, ეს ჯერჯერობით უცნობია. ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ მთავრობის დამტკიცებას. მე როგორც მთავრობის ყოფილი წევრი, ვფიქრობ, ეს უნდა იყოს სამთავრობო ხედვა და არა დეპუტატის", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system