თავში

თუ ვერ მივიღებთ სისტემას, რაც გამორიცხავს გაყალბებას, წყნარად გამოვალ პარლამენტიდან - ვაშაძე

თუ ვერ მივიღებთ სისტემას, რაც გამორიცხავს გაყალბებას, წყნარად გამოვალ პარლამენტიდან - ვაშაძე
თუ ვერ მივიღებთ სისტემას, რაც გამორიცხავს გაყალბებას, წყნარად გამოვალ პარლამენტიდან - ვაშაძე

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ თუ საკანონმდებლო ორგანო ისეთ საარჩევნო სისტემას ვერ მიიღებს, რაც გაყალბებას გამორიცხავს, პარლამენტს დატოვებს.

შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტის შესრულების შესახებ პარლამენტის დეპუტატმა ფორმულას ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" ისაუბრა.

"ამნისტია სრულიად უმსგავსო საქცელია; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეწყვეტილიყო მყისიერად. დაგვრჩა ერთი, საარჩევნო ნაწილი. თუ აღმოჩნდა, რომ აქაც ფეხს ითრევენ და არის ამის ნიშნები, თუ აღმოჩნდა, რომ არაფერი სასიკეთოსკენ არ მივდივართ და ვერ მივიღებთ ისეთ საარჩევნო სისტემას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს გაყალბებას, არამხოლოდ გაყალბებას, გამოიწვევს მოქალაქეების უნდობლობას არჩევნების შედეგების მიმართ, აბსოლუტურად წყნარად გამოვალ იქიდან. ჩემი მეუღლის გარდა, ჯვარი არ მაქვს არავისზე დაწერილი. ამ პარლამენტში და იმ პოლიტიკურ სისტემაში, რომელშიც დღესაა საქართველო, რაიმე სასიკეთო შედეგის მიღწევა შეუძლებელია", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system