თავში

"თუ ვნახავთ, რომ იკვეთება მისი გათავისუფლების საფუძველი, გვექნება შესაბამისი შეხედულება" - ომბუდსმენის მოადგილე

"თუ ვნახავთ, რომ იკვეთება მისი გათავისუფლების საფუძველი, გვექნება შესაბამისი შეხედულება" - ომბუდსმენის მოადგილე
თუ ვნახავთ, რომ იკვეთება მისი გათავისუფლების საფუძველი, გვექნება შესაბამისი შეხედულება - ომბუდსმენის მოადგილე

სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ ომბუდსმენის აპარატი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეებს სწავლობს და იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება მისი გათავისუფლების საფუძველი, შესაბამისი პოზიცია ექნებათ.

"თუ ადამიანის უფლებები სამართლის კუთხით, ისევე როგორც საქართველოს კანონმდებლობის პერსპექტივიდან, ვნახავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი იკვეთება, ბუნებრივია, გვექნება შესაბამისი შეხედულება და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის მოსაზრებას გავავრცელებთ.

ამ ეტაპზე, შესწავლილი გვაქვს მიხეილ სააკაშვილის მხოლოდ და მხოლოდ ერთი სისხლის სამართლის საქმე, სადაც ჩართული ვიყავით "სასამართლო მეგობრის" მოსაზრებით. სხვა სისხლის სამართლის საქმეებსაც შევისწავლით, ვაკვირდებით პროცესებს. ასევე ახალ ბრალდებას დავაკვირდებით, რომელიც გუშინ იქნა წარდგენილი. თუ რამე გამოვკვეთეთ, ბუნებრივია, ამაზე ვისაუბრებთ", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 22-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system