თავში

თურქეთი საქართველოსთან საზღვრის კვეთის რეჟიმს ამკაცრებს

თურქეთი საქართველოსთან საზღვრის კვეთის რეჟიმს ამკაცრებს
თურქეთი საქართველოსთან საზღვრის კვეთის რეჟიმს ამკაცრებს

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, თურქეთი საქართველოსთან საზღვრის კვეთის რეჟიმს ამკაცრებს. მოქალაქეებს, საზღვარზე გადასვლისას, პასპორტის წარდგენა მოუწევთ. ამის შესახებ საქართველოში თურქეთის საკონსულოს განცხადებაშია ნათქვამი.

"კორონავირუსის საშიშროების საწინააღმდეგო ღონისძიებების გათვალისწინებით, 26.02.2020 წლის მდგომარეობით, საღამოს 23:30 საათიდან მოყოლებული, დაიწყო პასპორტის კონტროლის წარმოება ტრაილერების (TIR– ის) მძღოლებისათვის, რომლებიც საქართველოში შესვლას აპირებენ.

ამ დროისთვის საქართველოში შესვლა არ არის ნებადართული მათთვის, რომლებსაც პასპორტის მიხედვით, ბოლო 21 დღის განმავლობაში უფიქსირდებათ ვიზა/მარკები ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში ყოფნა. ჩვენ ასევე განვმარტავთ, რომ შეიძლება შეიცვალოს ეს რეგულაციები, რადგან კორონავირუსის ზომებთან დაკავშირებული პროგრამები მუდმივად განახლებს პროცესშია“, - ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში. 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 50 წლის მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა,საქართველოს მოქალაქეა. ის ირანში, ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system