თავში

თურნავა: ვეცდებით, სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ აშშ-ს სხვადასხვა სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლებს

თურნავა: ვეცდებით, სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ აშშ-ს სხვადასხვა სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლებს
თურნავა: ვეცდებით, სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ აშშ-ს სხვადასხვა სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლებს

რა თქმა უნდა სენატორების განცხადება არ დარჩება ხელისუფლების მხრიდან უყურადღებოდ და რეაგირების გარეშე - ასე გამოეხმაურა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, აშშ-ის სენატორების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილს.  

"ჩვენთვის ყოველთვის ყურადსაღებია ჩვენი დასავლელი ამერიკელი პარტნიორების, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების ესა თუ ის განცხადება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ და ამ ბოლო პერიოდს განსაკუთრებით, გადაუმოწმებელ და არასწორ ინფორმაციას ეყრდნობა ეს განცხადება, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვეცნობით ამ განცხადებებს და შესაბამისი რეაგირებაც, რა თქმა უნდა, მოჰყვება. ჩვენ, ჩვენი მხრიდან ვაძლიერებთ ჩვენს საინფორმაციო წყაროებს, მაქსიმალურად ვევეცდებით, რომ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლებს, მე მაგალითად მოვიყვანდი "ფრონტერას" ქეისს, როდესაც აშკარად მცდარი არასწორი ინფორმაცია იყო მიწოდებული"- განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ვაშინგტონიდან მორიგი კრიტიკული წერილი მიიღო.  


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system