თავში

"TV პირველში" შეჭრა არ იგეგმება - ღარიბაშვილი

"TV პირველში" შეჭრა არ იგეგმება - ღარიბაშვილი
TV პირველში შეჭრა არ იგეგმება - ღარიბაშვილი

მთავრობის მხრიდან, "TV პირველში" არავითარი შეჭრა არ იგეგმება, შესაბამისად, პანიკის და განგაშის არავითარი საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მსგავსი ქმედებები წინა ხელისუფლებას ახასიათებდა და ეს პროცესები "ქართულმა ოცნებამ", 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებით დაასრულა. 

"TV პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რაც შეეხება, თითქოს მთავრობა აპირებს რომელიმე ტელევიზიაში შეჭრას, რა თქმა უნდა, ეს არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული აბსურდი. მთავრობის მხრიდან არავითარი შეჭრა არ იგეგმება. ჩვენ ოპონენტებს მინდა შევახსენო, რომ ჩვენ დღეს ვართ 2021 წელს, ეს არ არის 2007 წელი, როდესაც მოხდა იმედის დარბევა და შეჭრა ტელეკომპანიაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ყველაფერი დავასრულეთ 2012 წელს. აქედან გამომდინარე, პანიკის და განგაშის არავითარი საფუძველი არ არსებობს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "TV პირველიდან" მასალების ამოღების ნებართვა მისცა. საქმე ეხება 6 მარტს, ნოდარ მელაძის შაბათში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს.

გუშინ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ "ტვ პირველთან" დაკავშირებით საგანგებო განცხადებაც გაავრცელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system