თავში

თვალახვეულმა თემიდამ შეაფურთხა, ისეთი რაღაცები აკეთა მოსამართლემ - უგულავა

თვალახვეულმა თემიდამ შეაფურთხა, ისეთი რაღაცები აკეთა მოსამართლემ - უგულავა
თვალახვეულმა თემიდამ შეაფურთხა, ისეთი რაღაცები აკეთა მოსამართლემ - უგულავა

,,ეს საერთოდ სასამართლო არ იყო, რაღაც უბედურება ხდებოდა", - ასე შეაფასა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ, სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის შეფარდების შესახებ. 

,,ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ის ორთვიანი ტყუილი, რასაც საზოგადოებას ასე ურცხვად აჩეჩებს, გულუაშვილის სახით პროკურატურა და მთელი "ქართული ოცნება", როდესაც იძახის "ღიაა კარები და გამოვიდეს"; "მის ხელშია გასაღები, გადაიხადოს გირაო", ყველაფერი ტყუილია. ოროსანი, რომ თავჩაღუნული ზის ისე იჯდა ეს გულუაშვილი და სიტყვას ვერ აბამდა, იმიტომ, რომ იცის იტყუება. პირობა მოგვეცით, რომ გადაიხდის გირაოს - სად წერია, რომელ კანონში წერია ასეთი რაღაც? ეს არარაობა მოსამართლე, პირდაპირ არარაობა. აი უკან თვალახვეულმა თემიდამ გამოიხედა და შეაფურთხა, ისეთი სამარცხვინო რაღაცები აკეთა. უსირცხვილო სასამართლო იყო, არაფერი არ იყო, სასამართლოს არ ჰგავდა", - განაცხადა გიგი უგულავა.

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system