თავში

თეა წულუკიანმა ეროვნული ბიბლიოთეკა სტვენისა და შეძახილების ფონზე დატოვა

თეა წულუკიანმა ეროვნული ბიბლიოთეკა სტვენისა და შეძახილების ფონზე დატოვა
თეა წულუკიანმა ეროვნული ბიბლიოთეკა სტვენისა და შეძახილების ფონზე დატოვა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა სასტვენებისა და შეძახილების ფონზე დატოვა. ის სამართალდამცველებმა სპეციალური კორდონის საშუალებით გააცილეს. 

შეგახსენებთ, რომ ორი საათის განმავლობაში, აქციის მონაწილეები ეროვნული ბიბლიოთეკის შენობასთან იყვნენ შეკრებილები და თეა წულუკიანის გამოსვლას ელოდნენ. მინისტრი ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდა.

მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარი ბიბლიოთეკაში გააკეთა და აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება თუ ოპოზიცია არჩევნებისთვის მოემზადება. 

იუსტიციის მინისტრის თქმით, მას არ უქმნის უხერხულობას ის ფაქტი, რომ „მონას ეძახიან“. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system