თავში

უახლოესი ორი-სამი დღე გადამწყვეტი იქნება - სერგო ჩიხლაძე

უახლოესი ორი-სამი დღე გადამწყვეტი იქნება - სერგო ჩიხლაძე
უახლოესი ორი-სამი დღე გადამწყვეტი იქნება - სერგო ჩიხლაძე

უახლოესი ორი-სამი დღე ნამდვილად გადამწყვეტი იქნება მოლაპარაკებებში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

ჩიხლაძე იმედოვნებს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებული იქნება.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ვემზადებით. უახლოესი ორი-სამი დღე ნამდვილად გადამწყვეტი იქნება მოლაპარაკებებში. ევროკავშირის წარმომადგენელი ჩამოდის. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ დიდ იმედებს ვამყარებთ ამ მოლაპარაკებებზე და ფრთხილ ოპტიმიზმსაც გამოვთქვამ, რომ მოლაპარაკებები საკმაოდ წარმატებული იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ 16 მარტს საქართველოდან ბრიუსელში ჩასული დელეგაცია საკმაოდ საინტერესო მონახაზს წაიღებს ექვსივე პუნქტზე, რომელიც ჯერ კიდევ ბატონმა შარლ მიშელმა წინა კვირაში განსაზღვრა.

ეს იქნება გადამწყვეტი შეხვედრა ან შეხვედრები, რომელიც დაგვანახებს შეთანხმებისკენ მივდივართ თუ ისევ ჩიხისკენ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში დღეს შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი ჩამოვა, რომელმაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიატორის როლი უნდა შეასრულოს.

მხარეებს შორის მედიატორობას დანიელსონი ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, კარლ ჰარცელთან ერთად შეეცდება.

ოფიციალურ მედიატორს საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელთან შეთანხმებით გზავნის.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პირველ მარტს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა და მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system