თავში

უახლოეს დღეებში პროცესი უნდა დასრულდეს - ვაშაძე

უახლოეს დღეებში პროცესი უნდა დასრულდეს - ვაშაძე
უახლოეს დღეებში პროცესი უნდა დასრულდეს - ვაშაძე

არის ბევრი საკითხი, რაზეც აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ უახლოეს დღეებში პროცესის დასრულებამდე უნდა მივიდეთ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ოპოზიცია რაციონალური კომპრომისებისთვის მზად არის, თუმცა ძირითად საკითხებს ყველანაირად დაიცავენ. 

"კარგი ამბავი არის ის, რომ დანიელსონი შეეცდება მანამ იყოს საქართველოში, სანამ შეხვედრა არ მოხდება. რომ გითხრათ,  რამე განსხვავებული კუთხით წინ წავიწიეთ, ეს ასე არ არის. მივესალმები, რომ მოლაპარაკება არ შეფერხდა. ის, რაც გუშინ საღამოს "ქართული ოცნებისგან" მოვისმინეთ, ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. მოლაპარაკებები გაგრძელდება. ოპოზიცია მზად ვართ რაციონალური კომპრომისებისთვის. დოკუმენტის შინაარსზე სამწუხაროდ, ვერ ვსაუბრობ, მაგრამ მინდა ჩვენს ყველა მხარდამჭერს ვუთხრა, რომ მაქსიმალურად ვიცავთ იმ პოზიციას, რა მანდატიც თქვენგან გვაქვს. ყველანაირად დავიცავთ ჩვენს ძირითად საკითხებს. სიტუაცია მარტივი არ არის. შეიძლება ჩვენი შეხვედრა უკვე იყოს ხვალ და არა დღეს. გაერთიანებული იქნება თუ ცალკე, დაზუსტდება. არის ბევრი საკითხი, რაზეც აზრთა სხვადასხვაობაა. მაგრამ უახლოეს დღეებში პროცესის დასრულებამდე უნდა მივიდეთ", - განაცხადა ვაშაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system