თავში

უარი მითხრეს ციხეში სააკაშვილთან შესვლაზე - ევროპარლამენტარი

უარი მითხრეს ციხეში სააკაშვილთან შესვლაზე - ევროპარლამენტარი
უარი მითხრეს ციხეში სააკაშვილთან შესვლაზე - ევროპარლამენტარი

ვწუხვარ, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან კეთილი ნებისა და გამჭირვალობის ნაკლებობაა - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა "ქართული ოცნების" უარს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შესვლის ნებართვაზე.

ფოტიგა ხაზგასმით წერს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება. 

"უარი მითხრეს ციხეში მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტზე. სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან კეთილი ნებისა და გამჭირვალობის ნაკლებობაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ სიტუაციის მოგვარების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე",წერს ანა ფოტიგა.

ევროპარლამენტარი დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრას გეგმავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system