თავში

"უარს იტყვის მკურნალობაზე" - სააკაშვილის მორიგი ულტიმატუმი

"უარს იტყვის მკურნალობაზე" - სააკაშვილის მორიგი ულტიმატუმი
უარს იტყვის მკურნალობაზე - სააკაშვილის მორიგი ულტიმატუმი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის საშუალება არ ეძლევათ დეპუტატებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის უფლებას მანდატი აძლევს. ბასილაიას თქმით, ამ ყველაფრის გამო, მესამე პრეზიდენტი ერთგვარ ულტიმატუმს აყენებს და იმ შემთხვევაში, თუ მასთან დეპუტატებს არ შეუშვებენ, მიხეილ სააკაშვილი უარს იტყვის სამედიცინო მომსახურებაზე.

როგორც ბასილაია განმარტავს, ის მიიღებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომელსაც რუსთავის ციხეში იღებდა.

"ბოლო დღეების მანძილზე არ ეძლევათ დეპუტატებს საშუალება, მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. ეს არის პოლიტიკური იზოლაციის პროცესი მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ეს არის მიხეილ სააკაშვილისთვის ხელის შეშლის პროცესი. 

მიხეილ სააკაშვილს აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, თუ ეს გაგრძელდება და ამას დაუყოვნებლივ არ დაესმევა წერტილი, ის გორის ჰოსპიტალში მიმდინარე მკურნალობის პროცესს შეწყვეტს და მიიღებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რასაც იღებდა მანამდეც რუსთავის ციხეში იმ დანიშნულებით, ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა" - ამბობს ბასილაია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system