თავში

უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე - ხაზარაძე

უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე - ხაზარაძე
უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე - ხაზარაძე

"ჩვენ ცალსახად უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე"- ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

პოლიტიკოსი გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

„თქვენ იცით, რომ კანონმდებლობით, დაფინანსება, რაზეც მიდის საუბარი, არის ადამიანების, ამომრჩევლის რაოდენობით განსაზღვრული თანხა, რომელიც მიეცემა პარტიებს მათი საქმიანობის გასაგრძელებლად. ეს არ არის საპარლამენტო დაფინანსება, რაზეც ჩვენ, რა თქმა უნდა, უარს ვაცხადებთ – ესაა ხელფასები, თუ სხვა, იმიტომ, რომ არ შევდივართ პარლამენტში. შესაბამისად, ლაპარაკი არის პარტიების მომავალზე, თუ ეს დაფინანსება პარტიებს არ ექნებათ, რაზეც „ოცნებამაც“ თანხმობა განაცხადა და სხვა პარტიებმაც, მაშინ ისინი დემოკრატიულ პროცესში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, ისინი ვერ გააგრძელებენ რეგიონებში თავიანთ საქმიანობას და ქვეყანაში ისედაც ძალიან დაბალი დემოკრატიული პროცესი კიდევ უფრო ჩიხში მოექცევა. ჩვენ ცალსახად უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე, რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას, ამ დღეებში მიდის მსჯელობა პოლიტსაბჭოში და უახლოეს დღეებში გვექნება პოზიცია. ვაღიარებთ არა, ეს არის კანონმდებლობით დადგენილი, ეს არის შედეგი იმ ადამიანების, რომლებმაც პარტიას მისცეს ხმა, შესაბამისად, დაფინანსება უფრო მეტი უნდა ყოფილიყო იმიტომ, რომ არჩევნები გაყალბდა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. მათ თქმით "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები გააყალბა და პარტიების საარჩევნო შედეგები რეალობას არ ასახავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system