თავში

"უარს ვაცხადებ" - მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს

"უარს ვაცხადებ" - მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს
უარს ვაცხადებ - მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მასთან, გორის ჰოსპიტალში შესვლის უფლებას დეპუტატებს არ მისცემენ, ის მკურნალობის კურსს შეწყვეტს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის facebook პოსტშია ნათქვამი. 

"უკვე 1 კვირაა ჩემთან არ უშვებენ ნაციონალური მოძრაობის და სხვა პარტიებიდან პარლამენტის წევრებს. ბოლო დღეებში სუსის ჩემს პალატასთან მდგომმა წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ნამდვილი ტერორი. საგანგებოდ ჩხრეკენ მათ და მუქარანარევ გასაუბრებებს უტარებენ, რათა მე მათი მეშვეობით არ გადავცე ჩვენს საზოგადოებას გზავნილები.

თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, მე უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე და მივიღებ მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნამდე მქონდა გამოწერილი" - წერსმიხეილ სააკაშვილი
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system