თავში

უბნებზე ეგზიტპოლის ჩატარებას ხელს უშლიან - გვარამია

უბნებზე ეგზიტპოლის ჩატარებას ხელს უშლიან - გვარამია
უბნებზე ეგზიტპოლის ჩატარებას ხელს უშლიან - გვარამია

"კატეგორიულად მოვითხოვთ, შეწყდეს ეგზიტპოლის მწარმოებლებზე ზეწოლა და ხელის შეშლა", - განაცხადა მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე, სადაც ჟურნალისტებისა და ეგზიტპოლის ჩამტარებელი პირებისთვის საარჩევნო უბნებზე საქმიანობისას ხელის შეშლის ფაქტებზე უსაუბრა.

გვარამიამ უბნები ჩამოთვალა, სადაც ჟურნალისტებს ან ეგზიტპოლის მწარმოებლებს პრობლემები შეექმნათ მუშაობისას.

პარალელურად, "ქართული ოცნების" დეპუტატი  შალვა პაპუაშვილი  აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებთან ეგზიტპოლები კუსტარული წესით ტარდება.

" უბნებზე ეგზიტპოლების კუსტარულ პირობებში ჩატარებას ვაკვირდებით. საქმე არ არის იმაში, ვინ რას გამოიკითხავს. საბოლოო ჯამში, მთავარია, რა რიცხვებს დაწერენ ერთ კაბინეტში.

სავარაუდოდ, ეს იგივე ადამიანები არიან, ვინც ეგზიტპოლებს მთავარი არხისა და IPSOS-ისთვის ატარებდნენ, რაც ადასტურებს, თუ როგორ ტარდებოდა ეგზიტპოლები და რატომ იყო ამხელა აცდენა“,- შალვა პაპუაშვილი.

მთავარი არხისთვის ეგზიტპოლს კომპანია "ანოვა" ატარებს. ეს არის კომპანია, რომელიც Ipsos-ის დაკვეთით საველე სამუშაოებს ატარებდა მთავარი არხის ეგზიტპოლებისთვის.

 Ipsos-თან თანამშრომლობაზე უარი "მთავარმა არხმა"  არჩევნებამდე ერთი დღით ადრე თქვა და ის კონტრაქტის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system