თავში

უდუმაშვილი: ბუნებრივიც იყო, შეხვედრა გადაიდებოდა

უდუმაშვილი: ბუნებრივიც იყო, შეხვედრა გადაიდებოდა
უდუმაშვილი: ბუნებრივიც იყო, შეხვედრა გადაიდებოდა

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ ბუნებრივიც იყო, რომ შეხვედრა გადაიდებოდა. 

ზაალ უდუმაშვილის თქმით, როდესაც "ქართული ოცნება"  "ნაციონალურ მოძრაობას" რეგისტრაციის გაუქმებით ემუქრება, მოლაპარაკებებზეა საუბარი არ არის. 

"ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადების შემდეგ, რომელმაც გუშინ, პრაქტიკულად, მოლაპარაკების მაგიდა ააყირავა თავისი შანტაჟისა და მუქარით ოპოზიცის მიმართ, ბუნებრივიც იყო, რომ ეს შეხვედრა გადაიდებოდა, დღეს რაზე უნდა მივსულიყავით სალაპარაკოდ, მაგალითად "ნაციონალური მოძრაობა" მოლაპარაკების მაგიდასთან, როდესაც "ქართული ოცნება" პარტიისთვის რეგისტრაციის გაუქმებით გვემუქრება, რა მოლაპარაკებებზეა საუბარი.

ეს არის სრული აბსურდი, საგამოძიებო კომისიის შექმნა. ვინ უნდა შექმნას საგამოძიებო კომისია, კობახიძემ და თალაკვაძემ?! ერთი თვე და ათი დღეა გასული არჩევნებიდან. თქვენ რა გგონიათ, რომ ის დალუქული ბიულეტენები ასეთ მდგომარეობაში დარჩებოდა?! იქ ხომ ყველაფერი გადასწორებული და ჩასწორებულია უკვე. მე არ გამოვრიცხავ, იმ საგამოძიებო კომისიამ დაადგინოს, რომ "ქართულ ოცნებას" გაცილებით მეტი ხმა აქვს აღებული, ვიდრე დღემდე ჰქონდა," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

ცნობისთვის, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკების მე-5 რაუნდს დღეს აღარ გამართავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system