თავში

უგულავა: ქართული ოცნება“ დამარცხების შემდეგ უპირობოდ უნდა წავიდეს ოპოზიციაში

უგულავა: „ქართული ოცნება“ დამარცხების შემდეგ უპირობო
უგულავა: ქართული ოცნება“ დამარცხების შემდეგ უპირობოდ უნდა წავიდეს ოპოზიციაში

თავისთავად ცხადია, რომ არასდროს, არცერთ მონაკვეთში არ განხილულა ხელისუფლებასთან რაიმე ტიპის კოალიციის გაკეთება, - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა. 

მისი თქმით, ერთი წლის წინ "ევროპული საქართველო" მოუწოდებდა ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ არ შეექმნათ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიცია.

" ერთი წლის წინ პირადად მე და „ევროპული საქართველო“ გამოვედით და მოვუწოდეთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ არ შეგვექმნა „ქართულ ოცნებასთან“ კოალიცია. მაშინ ძალიან ბევრი პარტია გამოგვეხმაურა და ძალიან ბევრმა პარტიამ ეს აიტაცა. ამ პროცესის გაგრძელებაა და ჩვენ სექტემბერში ამას დეკლარაციის სახეს მივცემთ. ასე რომ, „ევროპული საქართველო“ ამ პროცესის ავანგარდში იდგა, დგას და იდგება.

თავისთავად ცხადია, რომ არასდროს, არცერთ მონაკვეთში არ განხილულა ხელისუფლებასთან რაიმე ტიპის კოალიციის გაკეთება. ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ დამარცხების შემდეგ უპირობოდ უნდა წავიდეს ოპოზიციაში და შესაბამისად, იქითა ნაპირიდან უნდა შეხედოს ქვეყანას და ნახოს ის შეცდომები რაც მან დაუშვა,- განაცხადა გიგი უგულავამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system