თავში

უგულავა: კობახიძემ სანაძლეო არ მიიღო, ჩემი თავი გადარჩა

უგულავა: კობახიძემ სანაძლეო არ მიიღო, ჩემი თავი გადარჩა
უგულავა: კობახიძემ სანაძლეო არ მიიღო, ჩემი თავი გადარჩა

როგორც მივხდი, კობახიძემ ნიძლავი არ მიიღო, მგონი, ჩემი თავი გადარჩა, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების რეგისტრაციის გაუქმება პირდაპირი ნაბიჯია დიქტატურისკენ.

„ჩვენ დღეს ვიხილეთ სასოწარკვეთილი ღლაპის ბრიფინგი, მან გვამცნო, რომ აღარ დაგვაკავებს პარლამენტში, პარლამენტში აპირებდნენ ჩიხის მოწყობას, როდესაც ხალხი დაწერდა ბოიკოტზე განცხადებას, რომ გთხოვ, შემიწყვიტოთ უფლებამოსილება. მან გვამცნო, კი ბატონო, გაგვათავისუფლებენ. კარგია რომ თავისივე გადასწორებულ, გადასეკვესტრებული კონსიტიტუცია წაიკითხა.

მოგესალმებით მთლიანად უკვე გაფორმებულ დიქტატურაში, რადგან ოპოზიციური პარტიების რეგისტრაციის გაუქმება ყურით მოთრეული არგუმენებით არის პირდაპირი ნაბიჯი დიქტატურისკენ. იყო ძალიან იაფფასიანი მუქარები, რომ შეგიწყვეტთ დაფინანსებას, ამაზე კალაძის სიტყვები შეგვიძლია გავიხსენოთ, აი, ეგერ რომ მოჩანს ანძიდან… შეგვიძლია, კობახიძეს ეგ ვუთხრათ. შეწყვეტ და კიდევ ერთხელ კანონს დაარღვევ, მაგრამ არავინ არ გამოგეკიდება, კი ბატონო, შეწყვიტე, ჩვენ ამით ჩვენს პოზიციას არ შევიცვლით“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, პარტია ,,ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ 11 დეკემბერს ,,ქართული ოცნება" პარლამენტში მარტო იქნება და ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ოპოზიციის შესვლის იმედი ტყუილად აქვს.

ოპოზიციონერმა ლიდერმა, გუშინ, 8 დეკემბერს, ხელისუფლების წარმომადგენელს საჯარო ნაძლევის დადება შესთავაზა.

,,ვნახოთ, 11 დეკემბერს თუ ისე იქნება, როგორც მე ვამბობ ირაკლი კობახიძემ გადაიპარსოს თმა, თუ არა და მე გადავიპარსავ", - განაცხადა უგულავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system