თავში

უგულავა: კობახიძემ სიბრიყვის "ჯეკპოტი" მოსხნა

უგულავა: კობახიძემ სიბრიყვის "ჯეკპოტი" მოსხნა

ირაკლი კობახიძემ  სიბრიყვის „ჯეკპოტი“ მოხსნა, - ამის შესახებ  ზუგდიდის ოლქში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავას თქმით, კობახიძემ თავისი განცხადებით პრაქტიკულად აღიარა, რომ ხელისუფლება პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს უსმენს. 

„ის, რომ მთავრობა უსმენს  ყველა ოპოზიციურ ძალას, ეს ყველამ ვიცოდით, მაგრამ ამ წინასაარჩევნოდ სულ ვფიქრობდი ვინ მოხსნიდა „ჯეკპოტს“. გამართლადა მოლოდინი - სიბრიყვის „ჯეკპოტი“ მოხსნა კობახიძემ. ამხელა თანამდებობის ფილარმონია კაცმა პრაქტიკულად აღიარა, რომ უსმენენ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და მერე ურცხვად ეს გამოაქვთ და რაღაცა თეორიებს თხზავენ გამოგონილი რევოლუციებისა და არეულობების შესახებ.

ამაზე კომენტარიც უკვე შეუძლებელია გააკეთო, სიბრიყვის და შიშის ისეთი ნაზავია, რომ უკვე ყველაფერზე მიდიან, ასეთ რამეზეც კი, რომელიც წესით, იურისტ კობახიძეს, ბევრი რეგალიები რომ აქვს, უნდა იცოდეს, ასეთი განცხადება წინ დახვდება. მაგრამ შიშს დიდი თვალები აქვს და ეტყობა, რომ ასეც არის", - განაცხადა გიგი უგულავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system