თავში

უგულავა: ნაციონალური მოძრაობა მეტად პოპულისტური პარტიაა

უგულავა: ნაციონალური მოძრაობა მეტად პოპულისტური პარტიაა
უგულავა: ნაციონალური მოძრაობა მეტად პოპულისტური პარტიაა

ჩემ დროს, ნაციონალური მოძრაობა, გაცილებით ნაკლებ პოპულისტური იყო, - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გააკეთა. 

მისი თქმით, მთავარი განსხვავება "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის ის არის, რომ "ევროპული საქართველო" არ არის პოპულისტური პარტია.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პოლიტიკური წარსული ერთი გვაქვს, განსხვავებები ბევრია. პირველ რიგში, "ევროპული საქართველო" არ არის პოპულისტური პარტია, მაშინ, როცა ჩვენი კოლეგები, უარს არ ამბობენ პოპულიზმზე, როგორც მეთოდზე. ჩემ დროს, "ნაციონალური მოძრაობა" ნაკლებად პოპულისტური იყო, თუმცა,  ჩვენ გვაქვს ბევრი საერთოც. ჩვენ, ვუჭერთ მხარს დაბალ გადასახადებს, მცირე მთავრობას, ვუჭერთ მხარს სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში, უცხოელი მოსამართლეების შემოყვანას. სამწუხაროდ, ჩვენ მზარდი დემოკრატიის ქვეყანა ვართ და შესაბამისად, ინსტიტუტები სუსტია. ვერ ვიტყვი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ საუბრობს წარსულზე, თუმცა ჩვენ, გაცილებით ღიად ვსაუბრობთ იმ შეცდომებზე, რომლებიც გვქონდა" - განაცხადა გიგი უგულავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system