თავში

უგულავა: ოპოზიციურ ერთობას საფრთხე არ ემუქრება

უგულავა: ოპოზიციურ ერთობას საფრთხე არ ემუქრება
უგულავა: ოპოზიციურ ერთობას საფრთხე არ ემუქრება

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ერთობას საფრთხე არ ემუქრება და საპროტესტო აქციები მომავალშიც გაგრძელდება. ამის შესახებ უგულავამ ოპოზიციონერი ლიდერების მორიგი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომელიც დღეს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში იმართება. 

"აქციების გამაერთიანებელი არის ის, რომ საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას უნდა, ქვეყანაში აღარ ყალბდებოდეს არჩევნები და ის გამოხატავდეს საზოგადოების ნებას და სურვილს. სხვა ნებისმიერი საკითხი, ინტერპარტიულია, ვიწროპარტიულია, ერთი პარტიისა თუ ორი პარტიისაა, ეს ამ ეტაპზე არ იხილება და არ არის რელევანტური. ამ ერთობას საფრთხე არ ემუქრება და საპროტესტო აქციები გაგრძელდება", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

ცნობისთვის, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის მორიგი შეხვედრა იმართება. პარტიები ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდამდე შიდა კონსულტაციებს გადიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system