თავში

უგულავა: სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას

უგულავა: სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას
უგულავა: სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას

სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას. არ შევუქმნათ კოალიცია ივანიშვილის ოცნებას და არ დავუჭიროთ მხარი სააკაშვილის პრემიერობას, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა და მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური ერთობის წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა.

როგორც უგულავა აცხადებს, მხოლოდ ასე შეიძლება ბიძინა ივანიშვილის მოჯადოებული წრის გარღვევა, რომლის შემოქმედი სააკაშვილიც არის. 

"ივანიშვილს ვერ მოვიშორებთ სანამ ბუფერად სააკაშვილი ეყოლება აფარებული. 7 წელია ივანიშვილის თამაშია „აქეთ მე, იქეთ მიშა“. ამ დაპირისპირებაში ბიძინა იგებს, მიშას კი იმედი აქვს, რომ ოდესღაც ბიძინა ისე მობეზრდება ხალხს, რომ ადრე თუ გვიან ძალაუფლება ხელში ჩაუვარდება. ამ თამაშში ყველას თავის როლი აქვს ხალხის გარდა. ქვეყანა ჭაობში ეფლობა და მედლის ორ მხარეზე გამოსახულ "მეგატრონებს" ეს საერთოდ არ ადარდებთ. გამოსავალი? ღიად და ცხადად ყოველგვარი უკანა აზრების, გარიგებების გარეშე, ღიად და გამჭვირვალედ ვთქვათ: სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას. არ შევუქმნათ კოალიცია ივანიშვილის "ოცნებას" და არ დავუჭიროთ მხარი სააკაშვილის პრემიერობას. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ივანიშვილის მოჯადოვებული წრის გარღვევა, რომლის, მართალია ნაკლები პასუხისმგებლობით, მაგრამ სააკაშვილიც შემოქმედია. ურჩხულთან ბრძოლაში ის სამწუხაროდ, ამ ურჩხულს დაემსგავსა. მე გული მტკივა, რომ ამის აღწერა მიწევს. „ევროპულმა საქართველომ“ და მე პირადად ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ოპოზიციას ზემოთაღწერილი სცენარით ებრძოლა და გაემარჯვა, მენანება ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც, მაგრამ ქვეყანა და მისი მომავალია მთავარი. გარდამტეხი ცვლილებები გვჭირდება, რაც ამ მოჯადოვებული წრის გარღვევას გულისხმობს", - განაცხადა გიგი უგულავამ ვიდეომიმართვაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system