თავში

უგულავა: ან კობახიძე გადაიპარსავს თმას, ან - მე

უგულავა: ან კობახიძე გადაიპარსავს თმას, ან - მე
უგულავა: ან კობახიძე გადაიპარსავს თმას, ან - მე

პარტია ,,ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ 11 დეკემბერს ,,ქართული ოცნება" პარლამენტში მარტო იქნება და ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ოპოზიციის შესვლის იმედი ტყუილად აქვს.

ოპოზიციონერი ლიდერი ხელისუფლების წარმომადგენელს საჯარო ნაძლევის დადებას სთავაზობს.

,,მეც მაქვს თმები შესაჭრელი და კობახიძეს სულ შესაჭრელი აქვს. თუ გინდათ საჯარო ნიძლავი დავდოთ, ხვალ თუ მიიღებს მაგ ნიძლავს. ვნახოთ, 11 დეკემბერს თუ ისე იქნება, როგორც მე ვამბობ ირაკლი კობახიძემ გადაიპარსოს თმა, თუ არა და მე გადავიპარსავ. აწყობს კობახიძეს?

ხომ გამოვიდა კობახიძე და თქვა, რომ 11-ში ,,ქართული ოცნება" არ იქნება მარტო პარლამენტის დარბაზშიო? მე ვიძახი, რომ მარტო იქნება", -  განაცხადა გიგი უგულავამ ,,მთავარის" ეთერში.

ცნობისთვის, დღეს, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ფასილიტატორ ელჩებთან ერთად, მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათი პოზიცია უცვლელია და ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. 

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system