თავში

უგულავა: ,,ქართული მარში" არის ჰერპესი ჩვენი ქვეყნის სხეულზე

უგულავა: ,,ქართული მარში" არის ჰერპესი ჩვენი ქვეყნის სხეულზე

,,ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას თქმით, ,,ქართული მარში" არის პროპუტინური ორგანიზაცია.

„ეს არის პუტინის რუსეთის დამქაში ხალხი, ესენი არიან ივანიშვილის, სუს-ის და პირადად შიხიაშვილი კიდევ ღარიბაშვილის მლიქვნელი კაცი. ეგენი არიან ჰერპესი ჩვენი ქვეყნის სხეულზე, რადგან ემსახურებიან უცხო ქვეყანას. განსხვავებული აზრი ყველასი მისაღებია, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს, მას არსებობის უფლება აქვს, მაგრამ ესენი არიან პირდაპირ მონები და მსახურები ეშმაკის, ადამიანის და იმ ძალის, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყანა და ამავე დროს, კლავს ქართველებს. ამ ძალის მსახურებზე ვსაუბრობთ.“ - აცხადებს უგულავა.

,,ქართული მარშის“ წევრები დღეს ზუგდიდში, „ევროპული საქართველოს“ შტაბთან იმყოფებოდნენ და გუშინ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, გიგი უგულავასთან შეხვედრას ითხოვდნენ. 

ცნობისთვის, ზუგდიდის ცენტრში, 21 ოქტომბერს, სპეცოპერაციის პარალელურად, ერთმანეთს ევროპული საქართველოსა” და “ქართული მარშის” წევრები დაუპირისპირდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system