თავში

უგულავებს და თარგამაძეებს საზოგადოებამ სამუდამო სანქციები დაუწესა - ოხანაშვილი

უგულავებს და თარგამაძეებს საზოგადოებამ სამუდამო სანქციები დაუწესა - ოხანაშვილი
უგულავებს და თარგამაძეებს საზოგადოებამ სამუდამო სანქციები დაუწესა - ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, უგულავებს და თარგამაძეებს საზოგადოებამ ხელისუფლებაში არმოსვლის სამუდამო სანქციები დაუწესა.

უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, რომ ოპოზიციონერი ლიდერები, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქართველ ხალხს ემუქრებოდნენ. 

„ყველას გვახსოვს, რომ გივი თარგამაძე პარლამენტის შენობიდან ემუქრებოდა ქართველ ხალხს, სულს ამოგხდითო. ქართველმა ხალხმა ეს ადამიანი გაისტუმრა იმ სივრცეში, საიდანაც მას აღარ უნდა შეეძლოს დემოკრატიულ პროცესებში ჩართვის და ხელმძღვანელობის უფლება. 

გიგი უგულავა პოლიტიკოსი კი არა, არამედ 50 მილიონის გამფლანგველი და მსჯავრდებულია. 

ჩვენ ხალხს აღარ სურს 50 მილიონი ლარის მომპარავების ყოფნა ხელისუფლებაში, აღარ სურს იმ ხალხის ხელისუფლებაში ყოფნა, რომლებიც სულის ამოხდით ემუქრებოდნენ საზოგადოებას. 

ჩვენი საზოგადოების მიერ უგულავებს და თარგამაძეებს ხელისუფლებაში არმოსვლის სამუდამო სანქციები აქვთ დაწესებული და სხვა სანქციების საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system