თავში

უკანონოდ რომ გადაკვეთ საზღვარს, დაგაპატიმრებენ, ეს არის რეალობა - კახა კუჭავა

უკანონოდ რომ გადაკვეთ საზღვარს, დაგაპატიმრებენ, ეს არის რეალობა - კახა კუჭავა
უკანონოდ რომ გადაკვეთ საზღვარს, დაგაპატიმრებენ, ეს არის რეალობა - კახა კუჭავა

უკანონოდ რომ გადაკვეთ საზღვარს დაგაპატიმრებენ და შესაბამისად განგსჯიან, ეს არის რეალობა. კალიურანდი იტყვის ამას თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, ეს არის რეალობა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას.

"ნებისმიერი ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთა ავტომატურად იწვევს დაკავებას და შესაბამისად, პასუხისგებაში მიცემას. რაც შეეხება ჩვენი მეგობრების კომენტარებს საზღვარგარეთიდან, თუ გახსოვთ, როდესაც სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ის აპირებდა ჩამოსვლას, იყო მოწოდებები რომ მას ეს არ გაეკეთებინა, რადგან ყველა კარგად ხვდებოდა, ერთადერთი მიზეზი ამ ქმედების შეიძლებოდა ყოფილიყო დესტაბილიზაციის კიდევ უფრო გამწვავება, რაც არავის სჭირდება საქართველოში. საქართველოსგან ელოდებიან მეტ პროგრესს, მეტ რეფორმებს და საბოლოოდ ევროკავშირში გაწევრიანებას", – განაცხადა კუჭავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system