თავში

უკიდურესად მიუღებელი იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება - ლომჯარია

უკიდურესად მიუღებელი იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება - ლომჯარია
უკიდურესად მიუღებელი იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება - ლომჯარია

„დღეს ჟურნალისტები იყვნენ უფლებადამცველები. მათ, გმირულად მუშაობით, მოვლენების უარესად განვითარების პრევენცია და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენების, ძალადობრივი ქმედებების დოკუმენტირება უზრუნველყვეს“, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, დღესვე დაიწყოს განვითარებული მოვლენების ამსახველი ვიდეომასალის შესწავლა და მოძალადეების იდენტიფიცირება. 

ამასთან, ომბუდსმენის განცხადბით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება

„უახლოეს პერიოდში მოგვაწოდონ ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებები გაატარეს ამ ადამიანების იდენტიფიცირებისთვის და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისთვის. სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან, წინა წლებში მომხდარ არცერთ მსგავს ფაქტთან დაკავშირებით, არ მომხდარა სათანადო სამართლებრივი რეაგირება. ყველა შემთხვევაში, მსგავსი, სიძულვილით მოტივირებული და ჩადენილი ძალადობრივი ფაქტები დაუსჯელი რჩებოდა. მიმაჩნია, რომ სწორედ ამ დამოკიდებულებამ წაახალისა დღევანდელი ქმედებები. ასევე, უკიდურესად მიუღებელი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლითაც, მან, პრაქტიკულად, უფლებრივად, გაათანაბრა ძალადობრივი და მშვიდობიანი ჯგუფები“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system