თავში

უკრაინაში საქართველოს ელჩი პირველ კომენტარს აკეთებს

უკრაინაში საქართველოს ელჩი პირველ კომენტარს აკეთებს
უკრაინაში საქართველოს ელჩი პირველ კომენტარს აკეთებს

,,დამთავრდა კარანტინი და მოვედი კონსულტაციებზე",- ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ელჩის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არ დაიძაბება.

"ახალი რეალობიდან გამომდინარე, ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა საკითხს განვიხილავთ. დღეს დაიწყება კონსულტაციები, როდის დამთავრდება ვერ გეტყვით", -განაცხადა ელჩმა.

ჟურნალისტების კითხვაზე კითხვაზე, აპირებს თუ არა უკრაინაში დაბრუნებას, შარაშენიძე პასუხობს, რომ ამ საკითხს ხელმძღვანელობა გადაწყვეტს.

ცნობისთვის, უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, საქართველოში გამოიწვიეს, საგარეო უწყებაში კონსულტაციებზე მივიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system