თავში

უკრაინა და უკრაინელი ხალხი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია - ირაკლი ღარიბაშვილი

უკრაინა და უკრაინელი ხალხი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია - ირაკლი
უკრაინა და უკრაინელი ხალხი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია - ირაკლი ღარიბაშვილი

დიდი პატივია ჩემთვის, რომ ოფიციალურად ვიმყოფებოდე ჩემთვის და ჩემი ხალხისთვის გამორჩეულ მეგობრულ სახელმწიფოში, უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ბატონმა პრემიერმა გუშინ გვიმასპინძლა მშობლიურ ქალაქში, ლვოვში. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს ჩვენთვის იყო დიდი პატივი და მინდა, დავაფიქსირო, რაოდენ მადლიერი ვართ ასეთი მასპინძლობისთვის.

უკრაინა და უკრაინელი ხალხი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. უკრაინა არის არამხოლოდ მეგობარი სახელმწიფო, არამედ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system