თავში

უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა - PHOTO

უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა - PHOTO
უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა - PHOTO

„გირჩი - მეტი თავისუფლების" ორგანიზებით, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან, უკრაინის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, უკრაინა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ამიტომ იქ მიმდინარე მოვლენებზე ხმამაღლა ყვირილია საჭირო.

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ფორმალური განცხადებები გააკეთა. "სოლიდარობის აქციაა უკრაინელი ხალხის მიმართ. რაც უკრაინაში ხდება გასაპროტესტებელია. ჩემი აზრით, ხმამაღლა უნდა ვყვიროდეთ! ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენ ორივე ერთად მივდივართ ნატოსკენ, დასავლეთისკენ და მნიშვნელოვანია მსგავს საკითხებზე რეაგირება," - აღნიშნა ჯაფარიძემ. აქციას შეუერთდა პოლიტიკური მოძრაობა ,,ტროას" ლიდერიც.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, უკრაინაში განვითარებული მოვლენები პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან.

"ძალიან მნიშვნელოვანია "გირჩი-მეტი თავისუფლების ინიციატივა და სიამოვნებით ვუერთდები იმიტომ, რომ ქვეყანა არ არის მხოლოდ მთავრობა.  რუსული აგრესია, რომელიც ხან საქართველოში ვლინდება, ხან უკრაინაში, ხან სხვადასხვა რეგიონში, როგორც საფრთხე, არის ერთი და სადაც არ უნდა იყოს ეს გამოვლინება, ჩვენ ძალიან აქტიურები უნდა ვიყოთ . გარდა ამისა უნდა გვქონდეს სოლიდარობა, რადგან შეუძლებელია იყოთ შეკრული რეგიონი, ერთად ხედავდეთ მომავალს და ასეთი გაჭირვებისა და საფრთხის წინაშე არ იყო სოლიდარული უკრაინის მიმართ," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

აქციის მონაწილეებთან უკრაინის ელჩი გამოვიდა და საელჩოსთან შეკრებულ ადამიანებს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

აქტივისტებმა უკრაინის დროშის ფერების ბუშტები ჰაერში გაუშვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system