თავში

უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართება 

უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართება 
უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართება 

დღეს უკრაინის საელჩოსთან ,"გირჩი-მეტი თავისუფლების" ორგანიზებით ,14:00 საათზე, სოლიდარობის აქცია გაიმართება.

ორგანიზატორების განცხადებით, ახლა გაჩუმება და მშვიდად ყურება, თუ როგორ ემუქრება რუსეთი უკრაინის დასავლურ გზას, ნიშნავს, რომ ოკუპანტის იმპერიალისტური მანქანა ჩვენამდეც მოვა.

"უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც რუსეთმა სამხედრო ძალების მობილიზება დაიწყო უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან.

მათივე განმარტებით, რუსეთი უკრაინის საზღვრებთან მასშტაბურ წვრთნებს ატარებს და შეტევითი ხასიათი არ გააჩნია

შექმნილ გარემოებაში, როცა საქართველო და უკრაინა ღიად მიისწრაფის ნატოსკენ, აგრესორი ქვეყნის ამგვარი სამხედრო მობილიზაცია - წარსული გამოცდილების გათვალისწინებით - აშკარა საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერინეტეტს. გარდა იმისა, რომ უკრაინა ჩვენი მეგობარია, ის აქტიურად ლობირებს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას

ახლა გაჩუმება და მშვიდად ყურება თუ როგორ ემუქრება რუსეთი უკრაინის დასავლურ გზას, ნიშნავს, რომ ოკუპანტის იმპერიალისტური მანქანა ჩვენამდეც მოვა. მოვა იმაზე ახლოს, ვიდრე არის დღეს.

ამიტომაც, ყველა
პასუხისმგებლიან მოქალაქეს - ვისაც გესმით დამოუკიდებლობის და თავისუფლების ფასი,

გირჩი - მეტი თავისუფლება, ორშაბათს, 14:00 საათზე, დაგხვდებათ უკრაინის საელჩოსთან, სადაც უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას ხმამაღლა დავაფიქსირებთ.

შემოგვიერთდით, წამოიღეთ უკრაინის დროშა და ერთი გირჩი ჩვენი სოლიდარობის ნიშნად",- აცხადებენ "გირჩში"

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს და ცეცხლი 10-ჯერ გახსნეს. იერიშის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა.

შეგახსენებთ, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება დაახლოებით ორი კვირის წინ დაიძაბა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 7 აპრილს რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 14-ჯერ დაარღვიეს. შედეგად ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

ქვეყნის ხელისუფლება კონფლიქტის ესკალაციაზე, ცეცხლის შეწყვეტის დარღვევებსა და საზღვარზე რუსეთის ძალების მობილიზებაზე საუბრობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system