თავში

უკრაინისთვის გაწევრიანების გეგმაზე დაიწყო მსჯელობა და საქართველოზე არავინ საუბრობს - სამადაშვილი

უკრაინისთვის გაწევრიანების გეგმაზე დაიწყო მსჯელობა და საქართველ
უკრაინისთვის გაწევრიანების გეგმაზე დაიწყო მსჯელობა და საქართველოზე არავინ საუბრობს - სამადაშვილი

მე ის ვიცი, რომ უკრაინისთვის გაწევრიანების გეგმის მინიჭებაზე დაიწყო ნატო-მ მსჯელობა და საქართველოზე არავინ არ საუბრობს, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა აუხსნას პარლამენტს, რა კეთდება, რომ ქვეყანა რეალურად NATO-ში გაწევრიანდეს.

"დიახ, მრავალი წელიწადია "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ თქვენი დეკლარირებული კურსი არის ევროკავშირი და ნატო, ოღონდ მე ის ვიცი, რომ უკრაინისთვის გაწევრიანების გეგმის მინიჭებაზე დაიწყო ნატო-მ მსჯელობა და საქართველოზე არავინ არ საუბრობს. ამიტომ, თქვენ უშინაარსო და უაზრო დეკლარაციებზე მიერთებას კი არ ვაპირებთ, ვაპირებთ რომ დავიბაროთ აქ, ამ პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ მოვისმინოთ მისგან რა კეთდება იმისთვის, რომ ეს ქვეყანა რეალურად NATO-შიც გაწევრიანდეს დროზე და ევროკავშირშიც. იმიტომ რომ, ასეთი რეზოლუციები წინა პარლამენტშიც ბევრი გვინახავს, მაგრამ ეს ქვეყანა დღეს სადაც არის, ვნახეთ თქვენი დამსახურებით," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system