თავში

უკვე ნათელია, თუ ვის აწყობდა პოლიტიკური კრიზისი - თალაკვაძე

უკვე ნათელია, თუ ვის აწყობდა პოლიტიკური კრიზისი - თალაკვაძე
უკვე ნათელია, თუ ვის აწყობდა პოლიტიკური კრიზისი - თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მადლობას უხდის საერთაშორისო პარტნიორებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვიდა საქართველოში, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში, შარლ მიშელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, სოწრედ მისი მედიაციით, ძალისხმევით შეძლეს შეთანხმების დოკუმენტის გაფორმება, რომელიც ფართო კონსენსუსს ეფუძნება და რომელიც უკვე მომავალი კვირიდან უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის ისეთი სახით ფუნქციონირებას, როგორც ის საზოგადობამ აირჩია.

"რასაკვირველია, რჩება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც არ აწერს ხელს ამ შეთანხმებას, ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, საზოგადოება, ხელისუფლება და ოპოზიციის დიდი ნაწილი ეთანხმება იმ საერთო წინადადებებსა და პირობებს, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ამ დროს, როცა რამდენიმე პარტია რჩება ამ შეთანხმების მიღმა, ალბათ, ეს არის ის, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რადგან ამ ხელმოწერის შემდეგ, დღეს უკვე ნათელია, თუ ვის აწყობდა და სურდა პოლიტიკური კრიზისი, ვინ მუშაობდა რეალურად მის მოსაგვარებლად.

რაც გაფორმდა გუშინ და რაც იქნება მომავალი კვირიდან, ანუ უმრავლესობა და ოპოზიცია პარლამენტში, ეს ჩვენმა საზოგადოებამ, ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, გასულ წელს გააფორმა. სწორედ მათ გვითხრეს, მათ გააკეთეს ეს არჩევანი, რომ ოპოზიციას და უმრავლესობას უნდა ემუშავათ ერთად პარლამენტში, შესაბამისად, ყველაზე მთავარი ჩემთვის არის, მადლობა გადავუხადო ჩვენს საზოგადოებას, მოქალაქეებს, რომ ამ თვეების განმავლობაში მოთმინებით ადევნებდნენ თვალს ამ დაძაბულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს, პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ მაქსიმალურად მომავალშიც საქართველოს პროგრესს ვუზრუნველყოფთ რასაკვირველია ერთად, მაქსიმალურ ყურადღებას და დროს დავხარჯავთ იმ პრობლემებზე სამუშაოდ, რომელცი აქვს მოქალაქეებს პანდემიისგან გამომდინარე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეკონომიკური ამოცანებია, ჩვენმა ქვეყანამ უნდა განაგრძოს წინსვლა, დემოკრატიის გაძლიერება და ევროინტეგრაციის მიმართულებით პროგრესი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system