თავში

უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე მუშაობა - ოლივერ ვარჰეი

უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე მუშაობა - ოლივერ ვარჰეი
უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე მუშაობა - ოლივერ ვარჰეი

როგორც ნახეთ, ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციზე განაცხადა.

როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, საქართველომ გადალახა კრიზისი და ახლა უკვე შესაძლებელია დაიწყოს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე მუშაობა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მეგობრებო, უპირველეს ყოვლისა, ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ვარ თბილისში, საქართველოში. ჩემი პირველი ვიზიტია თქვენს მშვენიერ ქვეყანაში და რეგიონშიც. უნდა ვაღიარო, რომ პრივილეგიად ვიგრძენი ეს პარტნიორობა, რაც საქართველოს ევროკავშირთან გააჩნია. მოგეხსენებათ, რომ ბოლო წელი ყველა ჩვენგანისთვის ძალიან რთული იყო. ჩვენ ყველანი ვებრძოდით და დღემდე ვებრძვით კოვიდ პანდემიას, თუმცაღა საქართველომ პოლიტიკური პოლარიზაციის ეტაპიც გაიარა და პოლიტიკური კრიზისიც იწვნია და ჩვენ დავეხმარეთ ქვეყანას ამ სირთულეების გადაჭრაში და იმედი გვაქვს, რომ ეს პრობლემები წარსულს ჩაბარდა, არის გუშინდელი დღე და იმედი მაქვს, რომ ახლა შეგვიძლია აქცენტის გაკეთება კოვიდ-კრიზისიდან გამოსვლაზე. როგორც ნახეთ, ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ დაგეხმარეთ გასულ ელს. ჩვენ დავეხმარეთ ქვეყანას 400 000 სამუშაო ადგილის შენარჩუნებაში. ჩვენ მხარი დავუჭირეთ 78 000 ოჯახს საქართველოში და ინტენსიური რეანიმაციის განყოფილებების გაძლიერებაში დავეხმარეთ ქვეყანას, თუმცა იმედი მაქვს, რომ ესეც გუშინდელი დღეა და ახლა უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე მუშაობა და გადავლახოთ და დავძლიოთ ამ კრიზისის შედეგები“, - განაცხადა ევროკომისარმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system