თავში

პარლამენტი საგაზაფხულო სესიას ხვალ გახსნის

პარლამენტი საგაზაფხულო სესიას ხვალ გახსნის
პარლამენტი საგაზაფხულო სესიას ხვალ გახსნის

საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიას 4 თებერვალს პლენარული სხდომით გახსნის. 

დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, სახალხო დამცველის, აუდიტის სამსახურის, ეროვნული ბანკისა და გენერალური პროკურატურის ანგარიშებს განიხილავენ.

საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტის შესაბამისად, საგაზაფხულო სესია ყოველი წლის თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.

ცნობისთვის, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნის პარალელურად, ოპოზიცია საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავს.

ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუდმივი პიკეტები დაიწყება.

შეგახსენებთ, პარლამენტის სესიები ბოლო თვეების განმავლობაში ბოიკოტის რეჟიმში, საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც პარლამენტმა 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო.

საქართველოს პარლამენტმა გასული წლის საშემოდგომო სესია 20 დეკემბერს დაასრულა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system