თავში

ულტიმატუმების შესრულებას "ქართული ოცნება“ არ აპირებს - სამხარაძე

ულტიმატუმების შესრულებას "ქართული ოცნება“ არ აპირებს - სამხარაძე
ულტიმატუმების შესრულებას ქართული ოცნება“ არ აპირებს - სამხარაძე

ულტიმატუმების შესრულებას „ქართული ოცნება“ არ აპირებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით,  "ქართულ ოცნებას" კომპრომისზე წასვლის  მზაობა აქვს და ამისათვის ყველამ უნდა გადმოდგას  ნაბიჯი. 

"დარწმუნებული ვარ, ეს მოლაპარაკებები საკმაოდ წარმატებით დასრულდება იქიდან გამომდინარე, რა განწყობასაც ჩვენ ვხედავთ, როგორც მეგობარი ქვეყნების ელჩების წარმომადგენლებისგან, ასევე ჩვენი გუნდიდან და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისგან. შეხვედრა იგეგმება და ზუსტად იმისთვის, რომ შეხვედრა შეხვედრისთვის არ მოხდეს, პოზიტიური შედეგებით დასრულდება. „ქართული ოცნება“ მიმართულია, რომ შეთანხმება შედგეს და ეს შეთანხმება წაადგება მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. ოპონენტები რატომ ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ არ არის მზად, არ ვიცი. თუ იმ ულტიმატუმებს გულისხმობენ, რომელიც დააყენეს, ულტიმატუმების შესრულებას „ქართული ოცნება“ არ აპირებს. რაც შეეხება კომპრომისს, ამისთვის მზაობა არის და ყველამ უნდა გადმოდგას ნაბიჯი. მოლაპარაკებებში ზოგადი წინსვლა არის. ის, რომ საჯაროდ არ ცხადდება მოლაპარაკების დეტალები, ეს არის მოლაპარაკების შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, არის რამდენიმე საკითხი რომელზეც მიმდინარეობს მსჯელობა", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system